სიახლეები

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება

პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელების შედეგად გატარდება პრევენციული ღონისძიებები სტიქიის თავიდან ასაცილებლად ან სტიქიის შედეგად მოსალოდნელი ზიანის შესამცირებლად
13.02.2019
მეტი...

,,ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები”

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ნორვეგიისა და საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაციების თანამშრომლობის პროგრამის შემაჯამებელ კონფერენციაზე “ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები” სიტყვით გამოვიდა.

სესია  მიეძღვნა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ადგილობრივი დემოკრატიის სფეროში. კონფერენციაზე მოისმინეს პრეზენტაციები საქართველო ევროპის კავშირის ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროპის საბჭოს კონგრესის რეკომენდაციებზე.

13.02.2019
მეტი...

ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორ-დონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება

09.02.2019
მეტი...

სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ტენდერი გამოცხადებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლების მშენებლობაზე

09.02.2019
მეტი...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თემაზე პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ დიალოგი კონსორციუმის მიერ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვებისა და პროექტის წარმატებულად განხორციელების მიზნით

08.02.2019
მეტი...

მაია ცქიტიშვილი „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში მოხსენებით გამოვა

8 თებერვალს, საქართველოს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ანგარიშს მოისმენს
 

04.02.2019
მეტი...

მოსახლეობის გადაწყვეტილებით ხურვალეთში სპორტული დარბაზი მოეწყობა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გამართულ სოფლის კრებაზე მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტები შეარჩია.

კრებას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

04.02.2019
მეტი...

შატილში სოფლის კრება ჩატარდა

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სოფლის - შატილის, მუცოს, არჭილოს გაერთიანებული კრება ჩატარდა. ამით დასრულდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარების პროცესი მცხეთა-მთიანეთის მხარეში. 

სოფლის კრებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დაესწრნენ. 

02.02.2019
მეტი...

წყალმომარაგება სამინისტროს მთავარ გამოწვევად და უპირველეს პრიორიტეტად რჩება

გასული წელი მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შესწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით
31.01.2019
მეტი...

Pages