წყალმომარაგების კომპანიის სპეციალისტებს უნგრეთში გადამზადების შესაძლებლობა ექნებათ

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ უნგრეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საქართველო-უნგრეთის წყალმომარაგების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 
ფორუმში მონაწილეობდნენ წყალმომარაგების სფეროში უნგრეთის წამყვანი კომპანიების (Budapest Waterworks Zrt, Pureco Kft., Aqua Dotis Kft.), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და სხვა ქართული კომოპანიების წარმომადგენლები. 
ფორუმი საქართველოში უნგრეთის ელჩის, ვიქტორია ჰორვატის ინიციატივით გაიმართა და მისი მიზანი იყო წყალმომარაგების სისტემის მართვაში უნგრული კომპანიების სამუშაო გამოცდილების, ევროკავშირის სტანდარტებისა და უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. 
გიგა კაციამ უნგრულ მხარეს გააცნო წყალმომარაგების სექტორში საქართველოში არსებული მდგომარეობა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მუშაობის პრაქტიკა და გამოწვევები, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საკადრო რესურსის პროფესიული განვითარების საჭიროების მიმართულებით. 
ფორუმის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პერსონალის უნგრულ წამყვან კომპანიებში ან საქართველოში უნგრელი ექსპერტების მეშვეობით გადამზადებაზე, მათი პროფესიული გამოცდილების ამაღლების მიზნით. ფორუმის მონაწილე უნგრული კომოანიების წარმომადგენლები, ასევე, დაინტერსდნენ სქართველოში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუტურული პროექტებით.
 

12.10.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია