ქალაქ რუსთავში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

A-/A+

რუსთავში  შიდა გზების მოწესრიგება გრძელდება. დასრულების ეტაპზეა თოდრიას ქუჩის ასფალტირება, წლების მანძილზე აქ არსებული ორმოების გამო ტრანსპორტს ექმნებოდა ავარიული სიტუაციები და ფეხით მოსიარულეებსაც უჭირდათ გადაადგილება. პროექტის ფარგლებში შეკეთდა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო ტროტუარები და სანიაღვრე არხები. რუსთავის მოსახლეობა მალე შეძლებს მოწესრიგებულ გზებზე კომფორტულად  გადაადგილებას. 
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიგა ნემსაძესთან და რუსთავის მერთან დავით ჯიქიასთან ერთად გაეცნო.

07.10.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია