სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს კოორდინაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს

A-/A+

დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაერთო. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გიგი კობიაშვილი ქუთაისში იმყოფება და იმერეთის გუბერნიის, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ამ ეტაპზე აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობს. 
ბოლო ინფორმაციით, ქუთაისში, ძლიერმა ქარმა რამდენიმე მრავალბინიან კორპუსსა და კერძო სახლს სახურავი გადახადა, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია მოსაცდელები.
ქუთაისის, ბაღდათისა და წყალტუბოს ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ცხელ ხაზზე შესული ზარების შესაბამისად, გამოძახებაზე გადიან სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურების ბრიგადები. 
დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენის სამუშაოებს განაგრძობს “ენერგო-პრო ჯორჯია“.
მიყენებული ზარალის დათვლა ყველა მუნიციპალიტეტში ხვალ დილიდან დაიწყება.
 

30.11.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია