საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაწყებულია მუშაობა დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი (2018-2025) სტრატეგიის პროექტის მოსამზადებლად, რომელიც ეყრდნობა მიმდინარე წლის 5 მარტს გაცხადებულ დეცენტრალიზაციის ხედვას.
პროექტის შემუშავება განხორციელდება სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულების, უწყებისა და საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების უშუალო ჩართულობით.
დოკუმენტის შემუშავების მიზნით იგეგმება სამი სამუშაო ჯგუფის შექმნა :
•    უფლებამოსილებათა გაზრდის მიმართულებით
•    ფინანსური დეცენტრალიზაციის მიმართულებით
•    ჩართულობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით
გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში, მიმდინარე წლის 27 ივლისამდე, დაგვიდასტუროთ თქვენი ჩართულობა და მიუთითოთ შესაბამისი სამუშაო ჯგუფი.
ველით გამოხმაურებას. მადლობა თანამშრომლობისათვის.

Email: n.rosebashvili@mrdi.gov.ge

23.07.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია