პოლონეთმა საქართველოში შესაძლოა პროექტი ,,ქალაქის ახალი სიცოცხლე“ დააფინანსოს

A-/A+

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი განიხილეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

შეხვედრას მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილე მზია გიორგობიანი, სამინისტროს წარმომადგენლები და პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი (მინისტრის მოადგილე) პაველ ჰორონჟი და დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

Twinning პროექტი 2018 წლის იანვარში დაიწყო. მისი მხარდამჭერი პოლონეთის ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროა. პროექტის ძირითადი მიზნებია - საქართველოს მუნიციპალიტეტების და ცენტრალური ხელისუფლების  მხარდაჭერა სივრცითი მოწყობის საკითხებზე, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების მიმართულებით  შესაძლებლობების გაძლიერება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს  პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფონდიდან საქართველოში ახალი პროექტის ,,ქალაქის ახალი სიცოცხლე“ დაფინანსების შესაძლებლობა.
 

31.07.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია