მზია გიორგობიანი - მადლობა ჩვენს კოლეგებს მეგობარი ქვეყნებიდან მოლოცვებისთვის

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოლეგა უწყებები ევროპიდან დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილეს ულოცავენ.
„ვუსურვებთ საქართველოს იყოს ყოველთვის ძლიერი და აყვავებული ქვეყანა“ - წერია უკრაინის ტრანსპორტის მინისტრის მილოცვაში. საუკუნოვანი იუბილის მილოცვები ასევე მოვიდა ლიტვიდან, ესტონეთიდან და პოლონეთიდან. 
წლევანდელი თარიღი საიუბილეოა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვისაც. 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში შვიდ უწყებას შორის ერთ-ერთი მიმოსვლის გზათა სამინისტრო იყო.
ადრესატებს მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა. 
„დიდი მადლობა ჩვენს კოლეგებს მეგობარი ქვეყნებიდან მოლოცვებისთვის. მინდა მათ ვუთხრა, რომ საქართველო მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ ასეულობით ინფრასტრუქტურულ პროექტს ვაკეთებთ რეგიონებში, რათა ყველგან შევქმნათ განვითარების თანაბარი შესაძლებლობა და ხელი შევუწყოთ მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებას“ - განაცხადა მზია გიორგობიანმა.
 

30.05.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია