მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა

A-/A+

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი სამუშაოები 6 სხვადასხვა ადგილას ჩატარდა.  
უხვი ნალექის დროს, მდინარე ენგური მოსახლეობას  მუდმივ საფრთხეს უქმნიდა. ადიდებული მდინარე ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს აზიანებდა, რამდენიმე მონაკვეთზე ენგურმა საყანე ფართობებიც მიიტაცა.
პრობლემის სრულად მოსაგვარებლად, ნაპირსამაგრი ნაგებობა მოეწყო მდინარე ენგურის- შამგონას, კოკის და ორსანტიას მონაკვეთებზე. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში კი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.  
შესრულებული სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.  
სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მათი საერთო ღირებულება 1 975 200 ლარია.

07.03.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია