მაია ცქიტიშვილმა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მიმდინარე პროექტები გააცნო

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პირველ მოადგილესთან ირაკლი ქარსელაძესთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა.

მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სექტორისა და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელი დატვირთული იქნება სხვადასხვა სექტორში განსახორციელებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებით.

შეხვედრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ პროცესში და მათ აქტიურ მონაწილეობას ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხებში.

11.04.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია