მაია ცქიტიშვილმა და ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორმა თანამშრომლობის გეგმები დასახეს

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარს შეხვდა. 
საუბარი შეეხო მნიშვნელოვან მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორც  საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის სფეროში. 
მინისტრმა მადლობა გადაუხადა  დირექტორს თანამშრომლობისა და იმ პროექტების დაფინანსებისთვის, რომელიც ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.  მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მსხვილი დონორია და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება. 
როგორც აზიის განვითარების ბანკის  მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა განაცხადა, ბანკი მზადაა გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა და გაზარდოს ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

03.04.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია