მაია ცქიტიშვილი OECD-ის დელეგაციას შეხვდა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონის უფროსს ვილიამ ტომპსონს შეხვდა.
მაია ცქიტიშვილმა   საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან  ერთად   რეგიონული განვითარების პერსპექტივები განიხილა. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და OECD-ს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.  ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციის აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს შესაბამის უწყებებთან, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში რეფორმების წარმატებულ განხორციელებაში. 
ევრაზიის რეგიონის უფროსმა ვილიამ ტომპსონმა  აღნიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და დაგეგმილი რეფორმების აქტიურ მხარდაჭერას.
 

30.10.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია