მაია ცქიტიშვილი პანკისის მოსახლეობას - ჩამოვედით, რათა შევეხოთ ყველა იმ თემას, რომელიც ხეობისთვის აქტუალურია

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, კახეთის გუბერანტორი და თვითმმართველობის წევრები დღეს, პანკისის ხეობის ახალგაზრდობის, ქალთა და უხუცესთა საბჭოების წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრა სოფელ დუისის კულტურის სახლში მიმდინარეობს. როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მოსახლეობას სხვადასხვა სამინისტროს მიმართ ჰქონდა კითხვები, რომლებსაც დღეს პასუხი გაეცემა.

„მოკლე დროში მეორედ ვართ აქ, პირველი სტუმრობის დროს დაისვა საკითხები პანკისის ხეობის განვითარებაზე, როგორც ეკონომიკური, ისე ტურიზმის მიმართულებით, ასევე  სოფლის მეურნეობისა  და  გარემოს დაცვის თემები.  იყო საკითხების ფართო სპექტრი, რაზეც ვისაუბრეთ და მაშინ ვთქვი, რომ  პირადად შევუწყობდი ხელს,  ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებთან  დიალოგს. დღეს ყველანი ერთად ჩამოვედით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად, რათა შევეხოთ ყველა იმ თემას, რომელიც პანკისისთვის აქტუალურია და ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამებით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.
 

18.04.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია