ლიეტუვა-საქართველოს მუნიციპალურ ფორუმის მონაწილეებს მზია გიორგობიანმა სიტყვით მიმართა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი ლიეტუვა-საქართველოს მუნიციპალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
,,თვითმმართველობის ფორუმი წელს პირველად ტარდება. ფორუმზე დეტალურად იქნება განხილული, რისი შესაძლებლობა არსებობს გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. ასევე, განვიხილავთ კონკრეტულ მაგალითებს თუ როგორი სახით შეგვიძლია არა მხოლოდ ვითანამშრომლოთ, არამედ  გავიზიაროთ მათი წარმატებული მაგალითები“-განაცხადა მზია გიორგობიანმა.
ლიეტუვა-საქართველოს მუნიციპალური ფორუმის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება. არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება და იდეების  გაცვლა სამომავლო თანამშრომლობისთვის.
ფორუმში მონაწილეობდნენ:  ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ლიეტუვის მუნიციპალიტეტთა ასოციაციის წარმომადგენელი,  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროსაბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია.
დამსწრეებმა მოისმინეს მოხსენება ქართული მუნიციპალიტეტების  არსებულ მდგომარეობაზე,  გამოწვევებსა  და ხედვებზე,  ასევე ევროკავშირის დელეგაციის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებზე ქართული მუნიციპალიტეტებისადმი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების, ენერგო-ეფექტურობისა და უნარების გაზრდის სფეროში.
ლიეტუვას რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ   ლიტვურ-ქართულ მუნიციპალიტეტთა ფორუმი პირველად ჩაატარა.


 

13.12.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია