ილია ბეგიაშვილმა საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებისგან, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურების, ასევე საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა საპროექტო ორგანიზაციებს, ზედამხედველებსა და სამშენებლო კომპანიებს  შორის ურთიერთობისას წარმოქმნილ ხარვეზებზე იმსჯელეს.
ილია ბეგიაშვილი გაეცნო, მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დაფინანსებული სამუშაოს მიმდინარეობას და  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის საკითხებს. 
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მუნიციპალიტეტების სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის თანამშრომლები. სამინისტროში მათთან ერთად განიხილეს, ერთიანი სატენდერო პირობებისა და მიდგომის ჩამოყალიბების საკითხი. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატენდერო დოკუმენტაციის შედგენისას, ანალოგიური გამოცდილების მოთხოვნის საანგარიშო პერიოდის განსაზღვრასა და სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის საკითხს. 
 
 

11.05.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია