გამყოფი ხაზისპირა სოფლებში მიმდინარე პროექტები განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშაა

A-/A+

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში იმყოფებოდა. მან ადგილობრივი მოსახლეობისგან არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მოისმინა და  გამყოფი ხაზისპირა სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„აქ, ჩვენს მოქალაქეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ და ყველა მიმართულებით ვცდილობთ, მათი სოციალური მდგომარეობა შევამსუბუქოთ. ახლა მიმდინარეობს 2,7 კმ  გზის მოასფალტება, რომელიც საკორინთლოსა და ახალშენას აკავშირებს და რაც სასიხარულოა, პროექტს დაგეგმილზე ადრე დავასრულებთ. გრძელდება წყალმომარაგების კომპლექსური პროექტი, რაც ჭაბურღილების, სანიაღვრე არხებისა და საირიგაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სხვადასხვა ფონდიდან კიდევ ბევრი პროექტი იგეგმება მომავალ წლებში, რაშიც ათობით მილიონი ლარი დაიხარჯება“ - განაცხადა ილია ბეგიაშილმა.
რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებზეა მორგებული.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში დღეს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, პარლამენტის წვერები - გიორგი ვოლსკი და სოფიო ქაცარავა იმყოფებოდნენ.
 

06.08.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია